14 ოქტომბერს 10 წელი შესრულდა იმ დღიდან, რაც როჯერ ფედერერი მსოფლიოს რეიტინგსიის ათეულში შევიდა, ამასთან დღეს შვეიცარიელ დიდოსტატს კლასიფიკაციის ლიდერობის 300 კვირიანი “სტაჟი” გაუხდა. “დიდი სურვილი მაქვს, მიმდინარე სეზონი მოწინავე პოზიციაზე დავასრულო, საამისოდ ბაზელში, პარიზსა და ლონდონში კარგად უნდა გამოვიდე. უახლოესი ტურნირი ჩემ მშობლიურ ქალაქში მელის და ყოველმხრივ შევეცდები ბაზელის შეჯიბრებას სრულ მზადყოფნაში შევხვდე”, - აცხადებს “მხიარული როჯერი”.
გთავაზობთ იმ ჩოგბურთელთა სიას, რომლებიც მსოფლიოს რეიტინგსიას 100 კვირაზე მეტხანს ედგნენ სათავეში.
1. როჯერ ფედერერი (შვეიცარია) – 300 კვირა
2. პიტ სამპრასი (აშშ) – 286
3. ივან ლენდლი (ჩეხია) – 270
4. ჯიმი კონორსი (აშშ) – 268
5. ჯონ მაკინროი (აშშ) – 170
6. ბიორნ ბორგი (შვედეთი) – 109
7. რაფა ნადალი (ესპანეთი) - 102
8. ანდრე აგასი (აშშ) - 101
South African Airways ATP Rankings
1 (1) როჯერ ფედერერი (შვეიცარია) 12165
2 (2) ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი) 11970
3 (3) ენდი მარეი (დიდი ბრიტანეთი) 7690
4 (4) რაფა ნადალი (ესპანეთი) 6995
5 (5) დავიდ ფერერი (ესპანეთი) 5360
6 (7) ტომაშ ბერდიხი (ჩეხეთი) 4840
7 (6) ჟო ვილფრიდ ცონგა (საფრანგეთი) 4810
8 (8) ხუან მარტინ დელ პოტრო (არგენტინა) 3670
9 (9) იანკო ტიპსარევიჩი (სერბეთი) 3265
10 (10) ხუან მონაკო (არგენტინა) 2775
WTA Tour Singles Rankings
1 (1) ვიკტორია აზარენკა (ბელარუსი) 10955
2 (2) მარია შარაპოვა (რუსეთი) 9135
3 (4) სერენა უილიამსი (აშშ) 7900
4 (3) აგნიეშკა რადვანსკა (პოლონეთი) 7265
5 (5) პეტრა კვიტოვა (ჩეხეთი) 6515
6 (6) ანგელიკ კერბერი (გერმანია) 5470
7 (8) ნა ლი (ჩინეთი) 5095
8 (8) სარა ერანი (იტალია) 4855
9 (9) სამანტა სტოსური (ავსტრალია) 4330
10 (10) მარიონ ბარტოლი (საფრანგეთი) 3850







