საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრების წევრი დავით რამაზაშვილი (90 კგ) ჩერნოგორიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ნახევარფინალშია. ნიკა მოველიძე (81 კგ) და ზაზა გოჯიაშვილი (+90 კგ) კი ბრინჯაოს მედლისთვის აგრძელებენ ბრძოლას.
ფინალში გასასვლელად რამაზაშვილი რუმინელ ლონუტ ვასიანს დაეჭიდება. მოველიძის მეტოქე რეპეშაჟის ნახევარფინალში უნგრელი ადამ ნაგი იქნება, ხოლო გოჯიაშვილი, ასევე რეპეშაჟის ნახევარფინალში რუს ალექსანდრ ბეგმეტოვს შეხვდება.
დღესვე ჩერნოგორიულ ტატამზე ნიკოლოზ შერაზადაშვილი (81 კგ), გიორგი გველესიანი (90 კგ) და გიორგი ძებისაშვილიც (+90 კგ) გავიდნენ, მაგრამ მეოთხედფინალამდე დამარცხდნენ და ოქრო-ვერცხლთან ერთად ბრინჯაოს შანსიც უმალ დაკარგეს.
ოთარ მაღლაკელიძე







