მნიშვნელოვანი ფაქტები
1 იანვარი
1838. ავსტრალიის ქალაქ ადელაიდაში “მწვანე კონტინენტზე” პირველი ოფიციალური შეჯიბრება ჩატარდა ცხენოსნობაში.
2010. იაპონიის იმპერატორის სა¬ფეხბურთო თასის გათამაშების ფინალში “გამბა ოსაკამ” 4:1 დაამარცხა “ნაგოია გრამფუსი” და ზედიზედ მესამედ მოიპოვა საპატიო პრიზი.
2 იანვარი
1981. ამერიკელმა მერი ტერსტიჯ მიგერმა ქალთა შორის ბატერფლაის სტილით 200 მეტრზე გაცურვისას მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (2:05.65).
1982. ჩოგბურთში ავსტრალიის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში იოჰან კრიეკმა დენტონი 6:2, 7:6, 6:6, 6:4 დაამარცხა და ასპარეზობის რიგით 70-ე ჩემპიონი გახდა.
2010. წლის პირველი საჩოგბურთო ტიტული ესპანელმა რაფაელ ნადალმა მოიპოვა. მან არაბთა გაერთიანებული საამირობის ქალაქ დუბაის ჩაპიტალა ჭორლდ თენნის Championship-ის ფინალში შვედი რობინ სოდერლინგი დაამარცხა.
3 იანვარი
1977. ინგლისის დაბალდივიზიონური ჩემპიონატის მატჩში “ტორკ იუნაიტედის” ერთ-ერთმა მცველმა “კემბრიჯ იუნაიტედთან” შეხვედრის მეექვსე წამზე ბურთი საკუთარ კარში გაიტანა.
1981. ამერიკელმა მერი ტერსტიჯ მიგერმა 100 მეტრზე ბატერფლაის სტი-ლით გაცურვაში ქალთა შორის მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (58.91 წამი).
2009. “ფონდმა არველაძემ” ოთხ ნიჭიერ მოზარდ ქართველ ფეხბურთელს სტიპენდია დაუნიშნა.
2010. ინგლისის ლიგის თასის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სენსაციური შედეგი დაფიქსირდა – “მანჩესტერ იუნაიტედი” საკუთარ “ოლდ ტრაფო-რდზე” თასის მესამე წრის მატჩში “ლიდს იუნაიტედთან” 0:1 დამარცხდა.
ამ დღეს დაიბადნენ
1 იანვარი
1946. რობერტო რიველინო. ბრაზილიის ნაკრების, “ფლუმინენესეს”, “კორინთიანსის”, საუდის არაბეთის “ალ ჰილალის” ნახევარმცველი. მსოფლიოს 1970 წლის ჩემპიონი. მუნდიალ78-ის მესამეადგილოსანი. 1974 წლის მუნდიალის ნახევარფინალისტი. ბრაზილიის ნაკრებში ჩაატარა 94 მატჩი, გაიტანა 26 გოლი. 1971 და 1976 წლებში “ფლუმინენესეს” შემადგენლობაში გახდა რიოს შტატის ჩემპიონი. “კორინთიანსის” რიგებში სამჯერ მოიგო კარიოკას პირველობა. 1979, 1980 და 1981 წლებში გახდა საუდის არაბეთის ჩემპიონი. სამხრეთ ამერიკის მეოცე საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელთა შორის უკავია 31-ე ადგილი.
1947. კახი ასათიანი. თბილისის “დინამოს” და საბჭოთა კავშირის ნაკრების ნახევარმცველი. საკავშირო ჩემპიონატებზე მოპოვებული აქვს ბრინჯაოს სამი მედალი. სამჯერ დაასახელეს “33 საუკეთესოს” შორის. მსოფლიოს 1970 წლის ჩემპიონატის მონაწილე (მეოთხედფინალისტი). ბელგიასთან ჯგუფური ეტაპის მატჩში გაიტანა ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი. საკავშირო ნაკრების 16 მატჩში გაიტანა 5 გოლი. იყო თბილისის “დინამოს” გუნდის უფროსი და მთავარი მწვრთნელი. საქართველოს სპორტკომიტეტის თავმჯდომარე და სპორტსაზოგადოება “დინამოს” თავჯდომარის მოადგილე. კახი ასათიანი 2002 წელს ტრაგიკულად დაიღუპა.
1957. რამაზ შენგელია. ქუთაისის “ტორპედოს”, თბილისის “დინამოს” და საბჭოთა კავშირის ნაკრების ცენტრფორვარდი. 1981 წელს მოიპოვა თასების თასი. 1978 წელს გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. 1979 წელს დაეუფლა საკავშირო თასს. 1977 წელს მოიპოვა საკავშირო პირველობის ვერცხლის, 1981-ში კი ბრინჯაოს მედლები. ხუთჯერ დაასახელეს “33 საუკეთესოს” შორის. “გრიგორი ფედოტოვის ბომბარდირთა” კლუბში ქართველ ფეხბურთელთაგან გატანილი აქვს ყველაზე მეტი გოლი. 1978 და 1981 წლებში დაასახელეს საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად. 1981 წელს დაასახელეს საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად. მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონატის მონაწილე. ჯგუფურ ეტაპზე შოტლანდიის ნაკრების კარში გოლის გატანა მოახერხა. საკავშირო ნაკრებში ჩაატარა 26 მატჩი, გაიტანა 10 გოლი.
1972. ლილიან ტურამი. 1994-2008 წლებში გამოდიოდა საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრებში. ამპლუით მცველი. 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. ევროპის 2000 წლის ჩემპიონი. მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. საფრანგეთის ნაკრებში ჩაატარა 142 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. საკლუბო დონეზე გამოდიოდა “მონაკოში” (1990-96), “პარმაში” (1996-2001), “იუვენტუსსა” (2001-06) და “ბარსელონაში” (2006-08). მოგებული აქვს საფრანგეთის და იტალიის თასები, უეფას თასი, იტალიის ჩემპიონობა, ესპანეთის და იტალიის სუპერთასები.
2 იანვარი
1938. ნოდარ ახალკაცი. თბილისის “დინამოს” მთავარი მწვრთნელი და საქართველოს დამოუკიდებელი ფეხბურთის ფედერაციის პირველი პრეზიდენტი. მისი ხელმძღვანელობით “დინამომ” 1981 წელს ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასი მოიპოვა, 1978 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა, 1976 და 1979 წლებში კი საკავშირო თასს დაეუფლა. ახალკაცმა გუნდს 1977 წელს ვერცხლის, 1976 (გაზაფხული, შემოდგომა) და 1981 წლებში ბრინჯაოს მედლები მოაგებინა. 1990-98 წლებში იყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი. ნოდარ ახალკაცი 1998 წლის იანვარში გარდაიცვალა. დაჯილდოებულია ფიფას ლალის ორდენით.
1942. ევგენი რუდაკოვი. კიევის “დინამოს” და საბჭოთა კავშირის ნაკრების მეკარე. 1972 წელს იასპარეზა ევროპის ჩემპიონატის ფინალში და მოიპოვა მიუნხენის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალი. საკავშირო ნაკრებში ჩაატარა 48 მატჩი. კიეველთა შემადგენლობაში 1975 წელს მოიპოვა თასების თასი და ევროპის სუპერთასი. საბჭოთა კავშირის შვიდგზის ჩემპიონი და თასის სამგზის მფლობელი. 1971 წელს დაასახელეს საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად.
1948. გივი ნოდია. ქუთაისის “ტორპედოს”, თბილისის “დინამოს”, მოსკოვის “ლოკომოტივის” ცენტრფორვარდი. ევროპის 1972 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. მსოფლიოს 1970 წლის ჩემპიონატის მონაწილე. 1966 წელს გახდა ევროპის ჩემპიონი ჭაბუკთა შორის. საკავშირო ნაკრებში ჩაატარა 21 მატჩი, გაიტანა 5 გოლი. საბჭოთა კავშირის პირველობების ოთხგზის ბრინჯაოს მედლის მფლობელი. “გრიგორი ფედოტოვის” ბომბარდირთა კლუბის წევრი. “33 საუკეთესოს” შორის შეიყვანეს ხუთჯერ. წვრთნიდა საქართველოს ნაკრებს, თბილისის “დინამოს”, რუსთავის “გორდას”, სანკტ-პეტერბურგისა და თბილისის “ლოკომოტივს”. გივი ნოდია 2005 წლის 7 აპრილს გარდაიცვალა.
1978. დავით მუჯირი. საქართველოს ნაკრების, თბილისის “დინამოს”, ტირასპოლის “შერიფის”, ავსტრიის გრაცის “შტურმის”, სამარას “კრილია სოვეტოვის”, მოსკოვის “ლოკომოტივის” ნახევარმცველი. მოპოვებული აქვს საქართველოს ჩემპიონობა და თასი. საქართველოს ეროვნულ გუნდში ჩაატარა 26 მატჩი, გაიტანა ერთი გოლი. 2010 წლიდან კვლავ თბილისის “დინამოში” ასპარეზობს.
3 იანვარი
1963 წლის 3 იანვარს დაიბადა დავით გობეჯიშვილი. მძიმე წონის თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა შორის 1988 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და 1992 წლის თამაშების მესამე პრიზიორი. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (1985, 1990). მსოფლიოს თასის სამგზის მფლობელი (1986, 1987, 1988). ევროპის ჩემპიონი (1985). საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონი (1985, 1986, 1988). 1992 წელს გახდა დსთ-ს ქვეყნების ჩემპიონი. 1994-2000 წლებში იყო საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი. ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის ორდენების კავალერი.
1969. მიხაელ შუმახერი. ფორმულა1-ის ლეგენდარული გერმანელი პილოტი. ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო და ტიტულოვანი მრბოლელი. 1994, 1995, 2000, 2001, 2002, 2003 და 2004 წლების მსოფლიოს ჩემპიონი. მოგებული აქვს გრან-პრის 91 რბოლა. იცავდა “ბენეტონის” და “ფერარის” ღირსებას. 2006 წელს ავტოსპორტიდან წასვლის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება გამოაცხადა, თუმცა, მოგვიანებით ფორმულა1-ში დაბრუნება განიზრახა და 2010 წლიდან “მერსედესის” გუნდში ასპარეზობს.
1974. ალესანდრო პეტაკი. იტალიელი ველოსიპედისტი. პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო მრბოლელი. მოგებული აქვს “ჯირო დ’იტალიას” 21, ესპანური “ვუელტას” 19 და “ტურ დე ფრანსის” 4 ეტაპი.
1985. სანდრო იაშვილი. საქართველოს ნაკრების, “ვიტ ჯორჯიას”, “თბილისის”, თბილისის “დინამოს”, შვეიცარიის “თუნის”, მაჰაჩყალის “ანჟის” ფორვარდი. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 3 მატჩი.







