|
ისტორია
09:54 | 06.08
6 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1965 - დაიბადა დევიდ რობინსონი. ამერიკელი კალათბურთელი. მსახურობდა ფლოტში, რის გამოც მოთამაშეობისას “ადმირალი” შეარქვეს. მონაწილეობდა სეულის 1988 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც არვიდას საბონისის წინააღმდეგ თამაშისას ვერაფერი გააწყო. სამაგიეროდ, “ოცნების გუნდის” შემადგენლობაში, 1992 და 1996 წლებში ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1990 წელს დაასახელეს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო ახალბედად, ხოლო 1993-94 წლების ჩემპიონატებში აღიარეს რეგულარული ჩემპიონატის უძლიერეს მოთამაშედ.
09:48 | 31.07
31 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1969. დაიბადა ანტონიო კონტე. იტალიის ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 20 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. ტურინელთა შემადგენლობაში მოპოვებული აქვს ჩემპიონთა და უეფას თასები, ორჯერ იტალიის სუპერთასი და თასი. წვრთნიდა ტურინის “იუვენტუსს” და გუნდს სამჯერ მოაპოვებინა იტალიის ჩემპიონობა (2012, 2013, 2014). 2014-2016 წლებში იტალიის ეროვნულ ნაკრებს ედგა სათავეში, 2016-2018 წლებში კი ლონდონის "ჩელსის".
171000,186444
| | |
|
11:58 | 13.11.2011 13 ნოემბერი
2002. გარდაიცვალა ხუან ალბერტო სკიაფინო. ურუგვაისა და იტალიის ეროვნული ნაკრებების, მონტევიდეოს “პენიაროლის”, “მილანისა” და “რომას” ფეხბურთელი. სკიაფინო 1950 წელს ...
| |
12:15 | 12.11.2011 12 ნოემბერი
1968. თბილისის “დინამომ” საკავშირო ჩემპიონატის მატჩში კუიბიშევის “კრილია სოვეტოვი” 7:2 დაამარცხა. ამ შეხვედრაში, დინამოელთა ფორვარდმა გოჩა გავაშელმა ხუთი გოლის გატანა მოახერხა, ...
| |
11:06 | 11.11.2011 11 ნოემბერი
1983. დაიბადა ფილიპ ლამი. გერმანიის საფეხბურთო ნაკრების (2004 წლიდან) და მიუნხენის “ბაიერნის” (2005 წლიდან) მცველი. 2003-05 წლებში განათხოვრების წესით თამაშობდა “შტუტგარტში”. ...
| |
11:00 | 10.11.2011 10 ნოემბერი
1986. დაიბადა ჯარჯი ზვიადაური (ილიას ილიადისი). ქართველი ძიუდოისტი. გამოდის საბერძნეთის სახელით. ათენის 2004 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (81 კგ). მსოფლიოს 2010 და 2011 წლების ჩემპიონი (90 ...
| |
12:31 | 09.11.2011 9 ნოემბერი
1985. დაიბადა ალექსანდრე გურული. საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრების, “ბულონის”, “ლიონი B”-ს, ლვოვის “კარპატის” ფორვარდი. საქართველოს ეროვნულ ...
| |
14:20 | 08.11.2011 8 ნოემბერი
1942. დაიბადა ალესანდრო (სანდრო) მაცოლა. ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელის ვალენტინო მაცოლას ვაჟი. ვალენტინო მაცოლა 1949 წელს ავიაკატასტროფაში დაიღუპა. სანდრო მაცოლა მთელი კარიერის განმავლობაში მილანის ...
| |
12:35 | 07.11.2011 7 ნოემბერი
1944. დაიბადა ლუიჯი რივა. იტალიის ნაკრების (1965-74), “ლინიანოს” (1961-62), “კალიარის” (1962-76) ფორვარდი. ევროპის 1968 წლის ჩემპიონი. რივამ ფინალში გოლი გაიტანა. მსოფლიოს 1970 ...
| |
10:58 | 06.11.2011 6 ნოემბერი
1861. დაიბადა ჯეიმს ნეისმიტი. კანადური წარმოშობის ამერიკელი ფიზკულტურის მასწავლებელი. ნეისმიტმა, რომელიც სპრინგფილდის საერთაშორისო საწვრთნელი სკოლის ფიზიკური აღზრდის მასწავლებელი იყო, 1891 წლის დეკემბერში ...
| |
10:27 | 05.11.2011 5 ნოემბერი
1975. დაიბადა გიორგი გახოკიძე. საქართველოს ეროვნული ნაკრების (1996-2006), რუსთავის “მეტალურგის” (1993-95), თბილისის “დინამოს” (1995-96), ფოთის “კოლხეთის” (1996-07), ...
| |
11:08 | 04.11.2011 4 ნოემბერი
1904. დაიბადა ანდრო ჟორდანია. ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელი. განსაკუთრებულ წარმატებას სამწვრთნელო ასპარეზზე მიაღწია. მისი ხელმძღვანელობით თბილისის “დინამომ” სამჯერ მოიპოვა საკავშირო პირველობის ...
|
|
 |
|