ბლოგი
ლევან სეფისკვერაძე

11:58 | 26 სექტემბერი, 2013

ბერლუსკონი კუთხეში

რაო, დაბერდი და აღარავის სჭირდები, სენიორ სილვიო? შემოგეფანტნენ ძველი ამფსონები? არადა, როგორი ცნობილი და სულ ტალიკ-ტალიკ ბიჭები გეხვია თავზე. მარტო ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი რად ღირს, შენს გარეშე პურს რომ არ ტეხავდა არც რუსეთში და არც ევროპაში. ვიღაც-ვიღაცები ამბობენ, ქალებშიც კი ერთად დაძვრებოდნენ და ევროპული ფეხბურთის სვე-ბედსაც ერთად წყვეტდნენო. ახლა კი, როდესაც ყოველდღე იტალიის პროკურატურაში დაკითხვებზე გიწევს წანწალი, ვლადიმეროვიჩმაც დაგივიწყა და ხარ ასე, შენს მდიდრულ ვილაში სოროში შეყუჟული მაჩვივით მარტო და ”სულის გადამრჩენელი” წარსულის ნათელი დღეების მოგონებებით.

ლევან სეფისკვერაძე

10:52 | 22 სექტემბერი, 2013

ფეხბურთის კინტოები

ამ ბოლო პერიოდში, მთელს საქართველოს აღიარებებისა და გულრწფელობის ჭია შეუჩნდა და ვისაც კი არ ეზარება, ყველა რაღაცას აღიარებს – ზოგი დანაშაულს, ზოგი სიყვარულს, ზოგი კი, უბრალოდ, აღიარებს და მორჩა... ამიტომ, მოდით, მეც ავყვები საერთო ფეხის ხმას და თქვენთან ვაღიარებ, თუ რატომ არ მიყვარს მადრიდის “რეალი”.

ლევან სეფისკვერაძე

16:54 | 17 სექტემბერი, 2013

მოკრივე ვაჟა ფშაველა

ვაჟა ფშაველა, რამდენადაც დიდი და მაგარი მწერალი იყო, იმდენად, ყოველთვის ცდილობდა, რომ ჭეშმარიტ ფშაველად დარჩენილიყო და თანაკუთხელებისგან, ფშაველებისგან არ გამორჩეულიყო. ჩვენ სკოლაში გვასწავლიდნენ ვაჟას ერთმანეთზე საუკეთესო ლექსებსა და მოთხრობებს, მაგრამ, რა თქმა უნდა, არაფერს გვეუბნებოდნენ ვაჟას კრივისადმი და საერთოდ, მუშტების ქნევისადმი დამოკიდებულების შესახებ. მოკლედ, ვაჟას ძალიან უყვარდა კრივი და როდესაც შანსი მიეცემოდა, ყველგან ებმებოდა საკრივო ამბებში. ოღონდ, ყველაზე მეტად რაც სძულდა, ეს სუსტის დაჩაგვრა იყო. როდესაც ვაჟა ფშაველა თბილისში პირველად ჩამოვიდა, იმ პერიოდში, თბილისი კავკასიაში, ე.წ. ქალაქური კრივიდ მექად ითვლებოდა. თბილისის ცენტრალურ ნაწილში, მტკვარსგაღმა და გამოღმა უბნების ჯეელები, კრივის გასამართად თვეში ერთხელ იკრიბებოდნენ და იყო ერთი ჭახა-ჭუხი და ამბავი. როგორც იოსებ გრიშაშვილი თავის შესანიშნავ წიგნში, “ძველი ტფილისის ლიტერატურული ბოჰემა”-ში წერს, ქალაქური კრივი რამდენიმენაირი იყო: ჯგუფური კრივი, როდესაც დროის ერთ მონაკვეთში ორი უბნის ბიჭები სინქრონულად ჩხუბობდნენ და ერთმანეთს თავ-პირს უერთიანებდნენ; ასევე იყო კრივი, სადაც ქვების გამოყენებაც კი შეიძლებოდა და გამარჯვებულად ის უბანი ითვლებოდა, რომელიც მოწინააღმდეგეებს მტკვარგადაღმა გადარეკავდა; თუმცა, ასევე იყო კრივი მორიგეობით. ანუ, ჯერ ერთნი იბრძოდნენ, მერე გამარჯვებულს მოწინააღმდეგეთა “გუნდიდან” სხვა ხვდებოდა და ასე იქამდე, სანამ, რომელიმე უბნის უკანასკნელი ყოჩი არ წაიქცეოდა.

ლევან სეფისკვერაძე

11:36 | 12 სექტემბერი, 2013

არამკითხეთა დიქტატურა

მას შემდეგ, რაც ერში ჩაბუდებული არამკითხეების საერთო მოთხოვნითა და სურვილით, საქართველოში ფეხბურთის თამაში აიკრძალა და ფეხბურთის ხსენებისათვის დიდი ჯარიმები დაწესდა, ფეხბურთის მოყვარულმა ფანატიკოსებმა იატაკქვეშეთში გადაინაცვლეს. პოლიციელები ლამის ყოველდღე აპატიმრებდნენ ადამიანებს, რომლებიც ფეხბურთის ბუცებს, ბურთებსა და სხვადასხვა საფეხბურთო ამუნიციას მალავდნენ. ასევე კანონგარეშედ გამოცხადდა საფეხბურთო მწვრთნელის პროფესიაც და მწვრთნელებს წინადადება მიეცათ, რომ სხვა სფეროში ეცადათ ბედი.

ლევან სეფისკვერაძე

10:54 | 05 სექტემბერი, 2013

11 რჩევა დამწყები ფეხბურთელებისათვის

თუკი შენმა ხვეწნა-მუდარამ შედეგი გამოიღო და მშობლებმა მაინცა და მაინც ფეხბურთზე მიგიყვანეს (ამ დროს მშობლებს შესაძლებელია შენი მიყვანა რაგბიზე, კალათბურთზე ან სხვა სახეობაზე უფრო სურდათ) განსაკუთრებულად დიდ მნიშვნელობას ნუ მიანიჭებ იმ გუნდის სახელსა და ავტორიტეტს, სადაც უნდა ითამაშო. საქართველოში მუდმივად ძლიერი გუნდები არ არსებობს და ერთ დროს ძლიერი გუნდები მეორე წელს შესაძლებელია აუტსაიდერები გახდნენ. მწვრთნელს რასაკვირველია ყველაფერი უნდა დაუჯერო. მისგან დასჯაც უნდა აიტანო და შექებაც უნდა გაგიხარდეს. მაგრამ, თუკი მწვრთნელი დაიტრაბახებს და იტყვის, რომ თავის დროზე ნორჩ “ბარსელონას” ანდა რაიმე მსგავს დიდ კლუბს წვრთნიდა -  ეს ტყუილი არ უნდა აპატიო და მსწრაფლივ ჩაეკითხე, თორემ მერე გულს გააწყალებს და ამ ტყუილზე უამარავ დიდ ტყუილს დააშენებს.

ლევან სეფისკვერაძე

11:19 | 01 სექტემბერი, 2013

მინი სპექტაკლი ერთ მოქმედებად

მოქმედი პირნი:   თემურ ქეცბაია, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი                                    მეხაშე  ავთო, ავჭალელი ქომაგი                                    რევაზ ძოძუაშვილი, ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი მოქმედება ვითარდება ავჭალის სახაშეში. დილაა, თემური და რევაზი მაგიდას მისხდომიან და პურჩაყრილ მათლაფებში ხაშს ჭამენ. თემურ ქეცბაია: მოდი ჩემო რეზო, ამით ჩვენს შერიგებას გაუმარჯოს. მართალია, ფეხბურთს სტადიონები როცა წაართვეს, მაშინ შეყუჟულები იყავით საცხა, მაგრამ მაშინ მეც ცოტა მეტი მომივიდა. უფროსი კაცი ხარ და არ უნდა მეთქვა ისინი რაც ვთქვი.

ლევან სეფისკვერაძე

13:29 | 29 აგვისტო, 2013

რამდენიმე რჩევა შვილის სტადიონზე წაყვანის მსურველთათვის

უპირველეს ყოვლისა, მოდით შევთანხმდეთ, რომ, თუ საქართველოში ცხოვრობ და ფეხბურთი გიყვარს, სანამ ჩევნს ფეხბურთს საშველი დაადგება, წინასწარ უნდა შეეგუო იმ აზრს, რომ სტადიონზე შვილის წაყვანა დიდად სარისკო ამბავია. მაგრამ, რაკიღა ფეხბურთი გიყვარს, ე.ი. ცოტა ფანატიკოსიც იქნები და ფანატიკოს კაცს, მოდით, ნუ მოვთხოვთ ყველაფრის ლოგიკურად და გამართულად ახსნა-ჩამოწიკწიკებას. სანამ შვილს სტადიონზე მიიყვანდეთ და ჩვენი გუნდების უცხოურ კლუბებთან თუ ნაკრებებთან შეხვედრას აყურებინებდეთ, ჯერ საჭიროა, ბავშვის მორალურ-ფსიქოლოგიური დამუშავება. ბავშვს უნდა აუხსნათ, რომ მარცხი, ფეხბურთისა და ზოგადად ცხოვრების შემადგენელი ნაწილია, რომ ქართულ ფეხბურთს უამრავი პრობლემა და სატკივარი სჭირს, რომ ესენი ჩვენი გუნები არიან და მაინც უნდა გვიყვარდეს და მისთანანი...

ლევან სეფისკვერაძე

13:37 | 25 აგვისტო, 2013

გაუმარჯოს “დინამოს” ჭეშმარიტ ქომაგებს!

ამის შემდეგ აღარავინ თქვას, ქართულ ფეხბურთს რაც სჭირს, სულ ქომაგობის არცოდნისა და ჟურნალისტების არაპროფესიონალიზმის ბრალიაო. “დინამო”-“ტოტენჰემის” მატჩზე თბილისური გუნდის ფან-კლუბის უკან მომიწია ტრიბუნაზე ჯდომა და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მოვიხიბლე ამ ბიჭების უდიდესი ჟინით, მონდომებითა და საყვარელი კლუბის ერთგულებით.

ლევან სეფისკვერაძე

10:41 | 22 აგვისტო, 2013

კითხვა-პასუხი

კითხვა: იცის თუ არა მსოფლიოს მაცხოვრებელთა თუნდაც 15-მა პროცენტმა სად არის ქალაქის ყარაგანდა? პასუხი: ყარაგანდა კი არა, შეიძლება ყაზახეთიც კი არ იცოდნენ სადაა. სამაგიეროდ უკვე იციან საფეხბურთო კლუბ “შახტიორის” არსებობა.

10:43 | 18 აგვისტო, 2013

შეცდომა, როგორც ცხოვრების წესი

მსოფლიოს ჩემპიონატის ჩასატარებლად რთულია დაასახელო ბრაზილიაზე კარგი ქვეყნის კანდიდატურა. ბრაზილია ხომ ის ქვეყანაა, სადაც ფეხბურთი ცხოვრების წესადაა ქცეული და სადაც მსოფლიოს ჩემპიონატი შესაძლებელია საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად იქცეს. ბრაზილიის მსოფლიოს ჩემპიონატამდე ერთ წელზე ცოტა დროა დარჩენილი და რაც უფრო ახლოვდება დიდი საფეხბურთო ციებ-ცხელება, მით უფრო მეტად გვიჭირს წინ, ანუ შედარებით უფრო შორეულ მომავალში გადახედვა. არადა, მომავალში გადახედვის მიზეზები ფეხბურთის გულშემატკივრებს მართლაც რომ ბევრი გვაქვს. ეს უპირველესად ეხება 2018 წელს, როდესაც მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი რუსეთში უნდა გაიმართოს.

16:09 | 15 აგვისტო, 2013

გელა

ძალიან რთულია წერო ადამიანზე, რომელიც უკვე აღარ არის ჩვენს შორის და წერო ისე, თითქოს მასთან დაკავშირებული ამბები გუშინ მომხდარიყოს. კიდევ უფრო რთულია წერო კაცზე, რომელთანაც ბავშვობის მრავალი წელი და მოგონება გაკავშირებს. გელა ბანძელაძე - უზომოდ ნიჭიერი ახალგაზრდა კაცი, ამ სამაშაბათს მიაბარეს მიწას. გელა იყო ადამიანი, რომელსაც მრავალი რამ აინტერესებდა და უყვარდა - ფილოსოფიით დაწყებული და ისტორიით დამთავრებული. მაგრამ, რაკი ეს ჩვენი ბლოგ-სვეტი სპორტული შინაარსისაა, გელასთან დაკავშირებული ფეხბურთის ამბები მინდა გიამბოთ.

<< პირველი<< წინა5253545556575859606162შემდეგი >>
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.47894