ავტოსპორტი

00:33 | 21.09

0
„ტოიოტა გაზუმ“ ლე მანი ზედიზედ მესამედ მოიგო

ლე მანის 24-საათიანი რბოლა, რომელიც პირველად ჩატარდა მაყურებლის გარეშე, „ტოიოტა გაზუს“ ეკიპაჟის გამარჯვებით დასრულდა. იაპონური კომპანიის გუნდმა, ლეგენდარული რბოლა ზედიზედ მესამედ მოიგო. LMP2 კლასში „იუნაიტედ ავტოსპორტსის“ ეკიპაჟმა გაიმარჯვა, რომელმაც აბსოლუტურ ჩათვლაში, მეხუთე ადგილი დაიკავა. „ასტონ მარტინმა“ კი FIA-ს GT-ს ავტომწარმოებელთა მსოფლიო ჩემპიონატში გაიმარჯვა.

23:31 | 13.09

1
ჰამილტონმა 90-ე გამარჯვება ფერარის საიუბილეო რბოლაში მოიპოვა

ლუის ჰამილტონი მიხაელ შუმახერის რეკორდს - 91 გამარჯვებას, ერთ ნაბიჯში მიუახლოვდა - მუჯელოს ტრეკზე, რომელიც „ფერარის“ ეკუთვნის, „ფერარის“ საიუბილეო, მე-1000 რბოლაში, ტოსკანას დიდ პრიზზე მოპოვებული გამარჯვება, მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონისთვის, კარიერაში 90-ეა.

200614,200401

02:28 | 01.08

0ინფიცირებულ პერესს ჰულკენბერგი შეცვლის

ბრიტანეთის დიდ პრიზზე, კორონავირუსით ინფიცირებულ მექსიკელ სერხიო პერესს, გერმანელი ნიკო ჰულკენბერგი შეცვლის. 32 წლის პილოტისთვის ეს მოულოდნლი შესაძლებლობაა მას შემდეგ, რაც მან „რენოში“ გასული სეზონის ბოლოს, ...

01:27 | 31.07

0სერხიო პერესს ინფიცირება დაუდასტურდა

„რეისინგ პოინტის“ სერხიო პერესს განმეორებითმა ტესტმა Covid-19-ით ინფიცირება დაუდასტურა, რაც იმას ნიშნავს, რომ მექსიკელი სილვერსტოუნზე დაგეგმილ ზედზედ ორ რბოლას გამოტოვებს.

17:18 | 28.07

0„მაკლარენმა“ და „გალფმა“ მრავალწლიანი სასპონსორო კონტრაქტი გააფორმეს

„მაკლარენმა“ და ნავთობკომპანია „გალფმა“ გამოაცხადეს, რომ მრავალწლიან პარტნიორულ ურთიერთობას იწყებენ. მათ შორის გაფორმებული კონტრაქტის შესაბამისად, „გალფის“ წარწერები „მაკლარენის“ ფორმულა 1-ის გუნდის მანქანებს ...

02:40 | 27.07

0ბოტასი შეცდომების გამეორებას აღარ აპირებს

ვალტერი ბოტასი აღიარებს, რომ ბოლო ორი რბოლა შეცდომების გამო გაუფუჭდა, რომლებიც მანქანების მომზადებისას იყო დაშვებული. ფინელის თქმით, საკვალიფიკაციო რბოლისას, მისი მანქანის ავზში ზედმეტი საწვავი ესხა, რამაც ...

22:48 | 25.07

0ალონსო რენოს 2021 სენოზის დავიწყებას ურჩევს

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ფერნანდო ალონსო „რენოს“ ხელმძღვანელობას ურჩევს, გამოიყენონ ის შესაძლებლობა, რომელსაც ტექნიკური რეგლამენტის რადიკალური ცვლილება იძლევა. ამისათვის, მათ უნდა დაივიწყონ 2021 წლის სეზონი ...

04:01 | 25.07

0ფორმულა 1-ის კალენდარს სამი ეტაპი დაემატა

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, ფორმულა 1-ის წლევანდელი სეზონი უჩვეულოდ ტარდება - გვიანაც დაიწყო და თან ისე, რომ კალენდრის საბოლოო ვარიანტი ჯერ დადგენილი არცაა. მას რბოლები გზაში ემატება... და აკლდება ...

04:24 | 22.07

0ძანარდი სპეციალურ სარეაბილიტაციო ცენტრში გადაიყვანეს

ფორმულა 1-ის და ინდიქარის ყოფილი პილოტი, იტალიელი ალექს ძანარდი, რომელმაც ამასწინათ, ხელის ბაიკით ვარჯიშის დროს მომხდარი ავარიისას, თავის მძიმე ტრავმა მიიღო, თითქმის ერთთვიანი მკურნალობის შემდეგ, სპეციალურ ...

02:17 | 20.07

2ჰამილტონის მერვე გამარჯვება უნგრეთში

ლუის ჰამილტონმა მერვედ მოიგო უნგრეთის დიდი პრიზი და ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონტის ცხრილს სათავეში მოეცა. ბუდაპეშტში გამარჯვებით, ბრიტანელმა ლეგენდარული მიხაელ შუმახერის მიღწევა - ერთი დიდი პრიზი ყველაზე ...

19:13 | 18.07

0ჰამილტონმა უნგრეთში კვალიფიკაცია რეკორდული დროით მოიგო

მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონმა ლუის ჰამილტონმა უნგრეთის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლა რეკორდული დროით მოიგო. ეს მის მიერ კარიერაში მოპოვებული 90-ე პოულ პოზიციაა. „მერსედესის“ პილოტმა დაახლოებით წამით გააუმჯობესა ...

02:19 | 16.07

0„მერსედესის“ ძრავი „ჰონდასას“ 20 ცხენის ძალით ჯობნის

ინტერნეტ გამოცემა „მოტორსპორტის“ მიმომხილველი ფრანკო ნუნიესი, ფორმულა 1-ის მონაწილე გუნდების ძრავებს ადარებს და ამბობს, რომ „მერსედსის“ აგრეგატის სიმძლავრე, „ჰონდას“ ძრავისას დაახლოებით 20 ცხენის ძალით ...

0.384278