| | |
|
18:43 | 22.09.2017 მუგურუსას მეორე გამარჯვება ტოკიოში
ტოკიოს ტურნირის მეოთხედფინალში მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ესპანელმა გარბინიე მუგურუსამ ფრანგი კაროლინ გარსია 6:2, 6:4 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 23 წუთს გაგრძელდა. გარბინიემ ორი სეტი მარტივად მოიგო. ...
| |
16:20 | 22.09.2017 ყოფილი პირველი ჩოგნების დაპირისპირება ტოკიოში
ტოკიოს ტურნირის მეოთხედფინალში ერთამენთს მსოფლიოს ორი ყოფილი პირველი ჩოგანი დაუპირისპირდა. ანგელიკ კერბერმა კაროლინა პლიშკოვას 7:6, 7:5 აჯობა. შეხვედრა საათსა და 51 წუთს გაგრძელდა.
|
|
15:42 | 21.09.2017 ბასილაშვილმა მიულერი დაჯაბნა
მეცის ტურნირის 1/8-ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიო რეიტინგის 23-ე ნომერი და ჰარდის საფარზე ბრწყინვალედ მოასპარეზე ჟილ მიულერი 6:4, 6:4 დაამარცხა.
| |
15:15 | 21.09.2017 რეკორდსმენი როჯერ ფედერერი
დიდი სლემის 19-გზის ჩემპიონმა, როჯერ ფედერერმა მორიგი რეკორდი დაამყარა. როჯერი მსოფლიო რეიტინგში, ტოპ-ხუთეულში ყოფნის ხანგრძლივობის მიხედვით ლეგენდარულ ამერიკელ ჯიმი კონორსს გაუთანაბრდა.
|
|
15:50 | 19.09.2017 ბასილაშვილმა მეცის ტურნირზე პირველი შეხვედრა მოიგო
საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეცის ტურნირის 1/16-ფინალში რეიტინგის 148-ე ნომერი, ფრანგი ვინსენტ მილოტი 2:6, 7:6, 6:4 დაამარცხა.
| |
11:32 | 19.09.2017 ბასილაშვილი მეცის ტურნირზე ითამაშებს
საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელსაც ამერიკის ღია პირველობის შემდეგ აღარ უთამაშია, დღეს მეცის ტურნირზე იასპარეზებს.
|
|
11:52 | 18.09.2017 დევისის თასის ფინალში საფრანგეთი ბელგიას შეხვდება
დევისის თასის ფინალში საფრანგეთი და ბელგია გავიდნენ. ნახევარფინალში ბელგიამ ავსტრალია 3:2 დაამარცხა. ფრანგებმა კი ჯოკოვიჩის გარეშე მოასპარეზე სერბეთის ნაკრებს აჯობეს - 3:1.
| |
20:54 | 13.09.2017 დატე-კრუმმა კარიერა დაასრულა
46 წლის იაპონელმა ჩოგბურთელმა კიმიკო დატე-კრუმმა კარიერა დაასრულა. ტოკიოს ტურნირის 1/16-ფინალში დატე-კრუმი ალექსანდრ კრუნიჩთან 0:6, 0:6 განადგურდა და კარიერა მეორედ დაასრულა.
|
|
12:49 | 13.09.2017 მუგურუსა წლის შემაჯამებელ ტურნირზე ითამაშებს
მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ესპანელი გარბინიე მუგურუსა პირველი მოთამაშეა, რომელმაც წლის შემაჯამებელ ტურნირზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
| |
13:04 | 11.09.2017 რაფამ პოზიციები გაიმყარა, როჯერი მეორეა
ამერიკის ღია პირველობის გამარჯვებულმა რაფაელ ნადალმა დღეს გამოქვეყნებულ რეიტინგში პოზიციები გაიმყარა. რაფა მეორე ადგილზე მყოფ ფედერერს თითქმის 2000 ქულით უსწრებს. როჯერმა კი მესამედან მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა. ...
|