ჭადრაკი

15:26 | 28.12

3
ვთამაშობთ ჭადრაკს - საქართველოს ჭადრაკის ფედერაციისა და responsible.ge -ს ახალი პროექტი

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ოჯახში ჭადრაკის თამაშის ტრადიციის აღდგენის წასახალისებლად ახალ პროექტს იწყებს. ფედერაციის ფეისბუქ გვერდზე შეიქმნა ჯგუფი „ვთამაშობთ ჭადრაკს“, რომელიც ჭადრაკის მოყვარულ ოჯახებს გააერთიანებს. ჯგუფის წევრებს შორის წამახალისებელი საოჯახო ტურნირები, ჭადრაკის ვარსკლავების ჩართვები, ფოტოკონკურსები და ჭადრაკთან დაკავშირებული სხვა აქტივობები გაიმართება. „ევროპაბეთის“ პასუხისმგებლიანი თამაშის პლატფორმა responsible.ge ინიციატივის პარტნიორია.

12:02 | 02.06

6
ევროპის ონლაინ ჩემპიონატი ნინო ბაციაშვილმა მოიგო

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ნინო ბაციაშვილმა ქალთა შორის ახლახან დასრულებულ ევროპის პირველ ონლაინ ჩემპიონატზე სწრაფ ჭადრაკში, საუკეთესო შედეგი დააფიქსირა! ნინომ, 2 სათამაშო დღის განმავლობაში 16 შესაძლებლობიდან 10 ქულა დააგროვა და ონლაინ ჭადრაკში ევროპის ქალთა ჩეპიონის ტიტული მოიპოვა!

203615,197491

14:23 | 10.09

0მედია ტურნირზე ჯირკვალიშვილმა იმარჯვა!

საჭადრაკო ფესტივალ ‘მაიას თასის’ ბოლო სატურნირო დღეს მედიის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ასპარეზობა 10 მონაწილეს შორის წრიული სისტემით 9 ტურად გაიმართა.

11:46 | 10.09

1ბელა ხოტენაშვილმა ფანტასტიური შედეგით გაიმარჯვა!

ბელა ხოტენაშვილმა დამაჯერებლად გაიმარჯვა საჭადრაკო ფესტივალ ‘მაიას თასის’ ქალთა ‘B’ ტურნირში! უძლიერესი შემადგენლობის ტურნირში ბელამ, ფანტასტიური შედეგი დააფიქსირა - რვა გამარჯვება და მხოლოდ ერთი ყაიმი!ამასთანავე, ...

22:17 | 09.09

159მაია ჩიბურდანიძის საჭადრაკო აკადემია და თასი

დიდ დიღომში საზეიმოდ გაიხსნა მსოფლიოს ხუთგზის და საჭადრაკო ოლიმპიადების ცხრაგზის ჩემპიონის, ოთხი საჭადრაკო ოსკარის მფლობელის მაია ჩიბურდანიძის საჭადრაკო აკადემია.

00:00 | 07.09

8ჯობავას გამარჯვებით დასრულდა!

დიდ დიღომში მდებარე ‘ჭადრაკის დედოფლის’ აკადემიაში დასრულდა საჭადრაკო ფესტივალ ‘მაიას თასის’ A ტურნირი. საქართველოს ნაკრების ლიდერმა ბაადურ ჯობავამ 9-დან 7,5 ქულა დააგროვა და დამაჯერებლად მოიპოვა პირველობა. ...

14:18 | 06.09

0ჯოჯუა და ფიერი ქულათა მაქსიმუმით დაწინაურდნენ

‘დედოფლის აკადემიაში’ მიმდინარე მაიას თასის გათამაშების ‘A’ ტურნირზე 4 ტურის შემდეგ, ქულათა მაქსიმუმით დავით ჯოჯუა და ალექსანდრ ფიერი დაწინაურდნენ. მომდევნო ტურის ცენტრალური შეხვედრა მათი პარტია იქნება. ...

21:55 | 05.09

0თბილისში მაია ჩიბურდანიძის ჭადრაკის აკადემია გაიხსნა

მსოფლიოს ხუთგზის და ცხრაგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ოთხი საჭადრაკო ოსკარის მფლობელის მაია ჩიბურდანიძის საჭადრაკო აკადემია საზეიმოდ გაიხსნა დიდ დიღომში.

23:30 | 26.08

1ლორთქიფანიძის გამარჯვება თურქეთში

ნოდარ ლორთქიფანიძის (2336) დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა თურქეთის ქალაქ სივასში გამართული საერთაშორისო ღია ტურნირი.

00:03 | 24.08

0საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი ბათუმში

ბათუმში დასრულდა საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი "შავი ზღვის დელფინი 2019" 8, 10, 12 და 14 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის.

21:30 | 11.08

1კირთაძის ბრინჯაოს მედალი ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე

ევროპისა და მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატების პრიზიორი ქართველი მოჭადრაკე ანასტასია კირთაძე სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში დასრულებულ ევროპის ახალგაზრდულ პირველობაზე მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა.

12:20 | 11.08

5ბრწყინვალე ჯობავა!

საქართველოს ვაჟ მოჭადრაკეთა ნაკრების ლიდერმა ბაადურ ჯობავამ (2584) ბრწყინვალედ იასპარეზა არაბეთის გაერთიანებული საემიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში დასრულებულ ძლიერ საერთაშორისო ტურნირზე.

0.406885