2026/2027 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალი მადრიდში, „რიად ეარ მეტროპოლიტანოს“ სტადიონზე გაიმართება. ამის შესახებ ესპანურმა გამოცემა COPE-მ დაწერა.
„რიად ეარ მეტროპოლიტანო“ „ატლეტიკოს“ საშინაო სტადიონია მას შემდეგ, რაც 2017 წელს გუნდი „ვისენტე კალდერონიდან“ გადავიდა.
ადრე გამოცხადდა, რომ 2025/2026 წლების სეზონის ფინალი 30 მაისს, ბუდაპეშტში, „ფერენც პუშკაშის“ სტადიონზე გაიმართება.
ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული ფრანგული „პარი სენ-ჟერმენია“, სადაც ქართველი ხვიჩა კვარაცხელიაც თამაშობს.









