კალათბურთი

18:22 | 5.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ამერიკამ იტალია გაანადგურა და ნახევარფინალშია

აშშ-ს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალშია. სტივ კერის გუნდმა იტალიის ნაკრები მეოთხედფინალში უბრალოდ გაანადგურა და მომდევნო ეტაპზე ვარჯიშით გავიდა.

ამერიკელებმა თავიდანვე უდიდესი უპირატესობა მოიპოვეს და საბოლოოდ, 100:63 იმარჯვეს. სხვაობა 37 ქულაზე მეტი იქნებოდა, ამერიკას ბოლო პერიოდში ძალების დაზოგვაზე რომ არ ეფიქრა.

საუკეთესო მიკალ ბირჯესი იყო 24 ქულით და 7 მოხსნით, ხოლო იტალიის ნაკრებს სიმონე ფონტეკიომ 18 ქულით და 5 მოხსნით ულიდერა.

ამერიკის ნაკრები ნახევარფინალში გერმანიასა და ლატვიას შორის გამარჯვებულს შეხვდება. მეორე წყვილში სერბეთი ელოდება მეტოქეს - სლოვენიას ან კანადას.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.087821