ფეხბურთი

0:32 | 4.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქვილითაიას მორიგი გოლი და "ანორთოსისის" მარცხი კვიპროსში (+VIDEO)

კვიპროსის ჩემპიონატის მე-17 ტურის გამორჩეული მატჩი ლიმასოლის „აპოლონსა“ და ფამაგუსტას „ანორთოსისს“ შორის შედგა და მასპინძლებმა 3:2 მოიგეს. არადა, ყველაფერი თემურ ქეცბაიას გუნდისთვის იდეალურად დაიწყო და მიმდინარეობდა...

მე-10 წუთზე გიორგი ქვილითაია მეკარესთან პირისპირ დარჩა და ანგარიშის გახსნა მოახერხა, ხოლო ტაიმის შუაში ჰუშბაუერმა სხვაობა ორამდე გაზარდა. ამრიგად, ფამაგუსტელებმა ხელსაყრელი უპირატესობა მოიპოვეს, რომელიც 52-ე წუთამდე შეინარჩუნეს. აი, შემდეგ კი „აპოლონის“ შეჩერება შეუძლებელი გახდა. დუბლი შეასრულა ნიკოლას დიგუნმა, ერთიც, მატეიმ გაიტანა და და 73-ე წუთზე უკვე ლისამოსელები დაწინაურდნენ, საბოლოოდაც იმარჯვეს - 3:2.

„ანორთოსისის“ რიგებში ქვილითაიამ, გიორგი ლორიამ და მურთაზ დაუშვილმა შეუცვლელად ითამაშეს, ხოლო თორნიკე ოქრიაშვილი ისევ ტრავმირებულია. „აპოლონის“ რიგებში დებიუტი არ ჰქონია გიორგი პაპუნაშვილს, რომელიც გუნდს ოფიციალურად ორი დღის წინ შეუერთდა.

„აპოლონი“ გათამაშების ლიდერია, ხოლო „ანორთოსისმა“ ბოლო 5 მატჩში მხოლოდ 4 ქულა მოიპოვა და 30 ქულით მეოთხე პოზიციამდე დაქვეითდა. გეტყვით იმასაც, რომ გიორგი ქვილითაია 8 გოლით ბომბარდირთა დავაში მეორე საფეხურზეა და მხოლოდ „აპოლონის“ ფრანგ ფორვარდ ნიკოლას დიგუნს ჩამორჩება 1 გოლით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117015