კალათბურთი

1:23 | 24.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ევროლიგა თორნიკე შენგელიაზე: "მასზე ბევრია დამოკიდებული" (+VIDEO)

ესპანური „ბასკონიას“ ქართველი კაპიტანი თორნიკე შენგელია ბრწყინვალე ფორმაშია და ვიტორიელებს მიმდინარე სეზონში უპირობოდ ლიდერობს. ეს არც ევროლიგას გამორჩენია, რომელმაც ქართველის შესახებ მცირე ვიდეო მოამზადა.

„პლეი-ოფისთვის ბრძოლაში „ბასკონიას“ ლიდერი. თორნიკე შენგელია არის ადამიანი, რომლის მხრებზე ბევრია დამოკიდებული. ნახეთ მიმდინარე სეზონში მისი რამდენიმე ეპიზოდი“, - წერს ევროლიგის ტვიტერი.

აქვე გეტყვით, რომ „ბასკონია“ 28 ტურის შემდეგ 12 მოგებით და 16 წაგებით მე-13 ადგილზეა, თუმცა სატურნირო ცხრილში სიმჭიდროვეა და საუკეთესო რვა გუნდში მოხვედრა შეუძლია. ამჟამად ევროლიგა შეჩერებულია და როდის განახლდება, ჯერჯერობით უცნობია.

რაც შეეხება შენგელიას, ქართველი მიმდინარე სეზონში საშუალოდ 30:24 წუთში 15.9 ქულას, 5.6 მოხსნას, 2.9 პასს, 1 ჩაჭრასა და 0.5 დაფარებას აგროვებს, ხოლო მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 18.5-ს უტოლდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112121