ფეხბურთი

10:12 | 20.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩაკვეტაძე და ქვილითაია "რომასთან" მატჩისთვის მზად არიან (+VIDEO)

ბელგიური „გენტი“ დღეს ევროპა ლიგის 1/16 ფინალში იტალიაში „რომას“ დაუპირისპირდება. იეს თორუპმა გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი ქვილითაია გუნდის განაცხადში შეიყვანა, ახლა ველოდებით მათ მოედანზე გამოჩენას.

ჩაკვეტაძემ და ქვილითაიამ მატჩისწინა ბოლო ვარჯიშში, რომელიც „სტადიო ოლიმპიკოზე“ გაიმართა, სრული დატვირთვით მიიღეს მონაწილეობა.

ჩვენის მხრივ, ვიმედოვნებთ, რომ დანიელი სპეციალისტი ქართველ ფეხბურთელებს ესოდენ მნიშვნელოვან შეხვედრაში თამაშის შესაძლებლობას მისცემს. შეგახსენებთ, „რომასა“ და „გენტის“ დაპირისპირება თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

0.124653