ფეხბურთი

17:03 | 13.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

U19 | ტაჯიკეთი 0:0 საქართველო

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ევრო 2020-ის საკვალფიკაციო ეტაპის ელიტ-რაუნდისთვის მზადების ფარგლებში, თურქეთის ქალაქ სიდეში ტაჯიკეთის 19-წლამდე ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგური შეხვედრა გამართა. შეხვედრა ორმხრივი შეტევებით წარიმართა, გოლის გატანის შანსი ორივე ნაკრებს ჰქონდა, მიუხედავად ამისა მატჩი გატანილი გოლების გარეშე - 0:0 დასრულდა.

ტაჯიკეთი 0:0 საქართველო

​საქართველო: კუტალაძე (46' ლომიძე), კაპანაძე (58' აწყურელი), გელაშვილი, ჯანგიძე (83' სამსონია), ხარაიშვილი (72' ჭავჭანიძე), მექვაბიშვილი, მესიაჩენკო (58' ფარულავა), გულიაშვილი, მოისწრაფიშვილი (15' ნონიკაშვილი), იაკობიძე, კალანდაძე (83' მამულაშვილი)

სათადარიგო შემადგენლობა: გაგნიძე

მთავარი მწვრთნელი: რამაზ სვანაძე

გაფრთხილება: 20' კალანდაძე, 28' კაპანაძე, 33' გულიაშვილი, 37' იაკობიძე

საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ელიტ-რაუნდის მესამე ჯგუფში შოტლანდიის, საფრანგეთისა და რუსეთის 19-წლამდე ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. შეხვედრებს 25 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით საფრანგეთი უმასპინძლებს.

GFF.GE

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092464