ფეხბურთი

15:34 | 28.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

რეხვიაშვილმა "საბურთალო" დატოვა

გიორგი რეხვიაშვილმა „საბურთალო“ დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია თბილისური გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

გამოცდილი მცველი „საბურთალოში“ 2018 წელს თამაშობდა, ხოლო შემდეგ 6 თვით ბერძნულ „ლევადიაკოსს“ მიაშურა, საიდანაც ისევ დედაქალაქურ გუნდში დაბრუნდა. გიორგი „საბურთალოსთან“ ერთად საქართველოს ჩემპიონი და საქართველოს თასის გამარჯვებული გახდა.

31 წლის ფეხბურთელს სხვადასხვა პერიოდში რუსთავის „მეტალურგის“, „დინამო თბილისის“, „ჩიხურას“, „ბოლუსფორისა“ და „ლოკომოტივის“ შემადგენლობაშიც უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.104392