ფეხბურთი

19:45 | 13.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

"სპარტაკმა" ანანიძე შეკრებაზე არ წაიყვანა

მოსკოვის „სპარტაკიდან“ ჯანო ანანიძის წასვლა კიდევ უფრო რეალური გახდა. საქმე ისაა, რომ „სახალხო გუნდი“ დღეს აბუ დაბიში შეკრებაზე გაემგზავრა, მაგრამ გუნდთან ერთად არ იმყოფება ქართველი შემტევი.

„სპარტაკის“ ვებგვერდის ცნობით, ჩვენებური პირველ შეკრებას გუნდთან ერთად არ გაივლის. დანარჩენი კი, დროთა განმავლობაში უნდა გამოჩნდეს.

მოგეხსენებათ, ჯანოს ბოლო ხანს აქტიურად უკავშირებენ თურქულ „დენიზლისფორს“, რომელსაც ქართველი ფეხბურთელის გადაბირება სეზონის ბოლომდე იჯარით სურს.

შეგახსენებთ, ანანიძემ მიმდინარე სეზონში „სპარტაკის“ ღირსება 10 შეხვედრაში დაიცვა და 1 საგოლე პასით გამოირჩა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116815