კალათბურთი

1:10 | 9.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას ფანტასტიკური ჩატენვა ევროლიგის სეზონის მომენტია! (+VIDEO)

ევროლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა ცოტა ხნის წინ მიმდინარე სეზონის საუკეთესო ათი მომენტის ვიდეო გამოაქვეყნა და ნიშანდობლივია, რომ ხსენებულ ტოპ ათეულში პირველი ადგილი „ბასკონიას“ ქართველ კაპიტან თორნიკე შენგელიას ერგო.

საუბარია მიმდინარე სეზონში აქამდე ნაჩვენებ საუკეთესო ათ თამაშზე ევროლიგაში კალათბურთელების მიერ და თორნიკეზე ეფექტურად ლიგის მესვეურთა აზრით, ჯერჯერობით არავის უთამაშია.

ერთიოდ კვირის წინ, „ბასკონიამ“ საკუთარ მოედანზე „ბარსელონა“ საფინალო სირენამდე 39 წამით ადრე, სწორედ შენგელიას დიდებული დანქით დაამარცხა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა ნიკოლა მიროტიჩს გადაუფრინა და ეს მომენტი ევრლიგის სეზონის საუკეთესო ეპიზოდია.

0.137259