კალათბურთი

1:35 | 23.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას ორმაგი დუბლი ესპანეთში

თორნიკე შენგელიას „ბასკონია“ მიმდინარე სეზონში არასტაბილურ თამაშს აგრძელებს და ესპანეთის ლიგა ენდესაში მორიგი მარცხი განიცადა. ვიტორიელებმა მე-14 ტურში „ბურგოსს“ უმასპინძებს და დაძაბულ ბრძოლაში 74:82 წააგეს.

შეხვედრის ბედი დასკვნით პერიოდში გადაწყდა, რომელიც სტუმრებმა 10 ქულის სხვაობით მოიგეს და გამარჯვებაც სწორედ ამის ხარჯზე იზეიმეს.

შენგელიამ 32:01 ორმაგი დუბლი გაიფორმა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა ხსენებულ დროში 13 ქულა, 10 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება მიითვალა. თორნიკემ 11-დან 5 ორქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 3 სამქულიანი ააცილა. შეტევაში ბევრმა არაზუსტმა თამაშმა თორნიკეს მარგი ქმედების კოეფიციენტზე გავლენა იქონია და ის მხოლოდ 14-ს გაუტოლდა.

რაც შეეხება მეტ ჯენინგს, საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა წევრმა 12 წუთში 6 ქულისა და 1 მოხსნის დაგროვება მოახერხა.

„ბასკონიას“ 7 მოგების წილ 7 წაგება აქვს და მეშვიდე პოზიციაზეა, ხოლო მომდევნო ტურში 28 დეკემბერს, „სარაგოსას“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102363