ფეხბურთი

0:23 | 1.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე ოქრიაშვილის ულამაზესი გოლი კვიპროსში (+VIDEO)

თორნიკე ოქრიაშვილმა კვიპროსის ჩემპიონატში ულამაზესი გოლი გაიტანა, „ანორთოსისმა“ კი მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

მე-11 ტურში თემურ ქეცბაიას გუნდი ლარნაკაში, აეკ-ს გაეჯიბრა და 2:1 დაამარცხა. ოქრიაშვილმა კი, 53-ე წუთზე მეკარისაგან შეორეულ კუთხეში დიდებულად დაარტყა და მართლაც ჩინებული გოლი გაიტანა. ეს თორნიკესთვის სადებიუტო გოლია კვიპროსის ჩემპიონატში.

ოქრიაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ისევე როგორც მურთაზ დაუშვილმა, ხოლო გიორგი ლორია და ნიკა კაჭარავა განაცხადში არ ყოფილან.

„ანორთოსისმა“ ამასობაში 24 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში კვლავ პირველ პოზიციაზეა. თანაც ერთი თამაში გამოტოვებული აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116431