ფეხბურთი

1:12 | 29.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველების "გენტი" ევროპა ლიგის პლეი-ოფშია

ბელგიურმა „გენტმა“ ევროპა ლიგის პლეი-ოფში თამაში ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ოფიციალურად გაიფორმა. ბელგიელები მეხუთე ტურში „სენტ ეტიენს“ სტუმრად უგოლოდ დაუზავდნენ და ამ შედეგით ჯგუფიდან გასვლა გაინაღდეს.

ქვილითაიამ ფრანგული გუნდის წინააღმდეგგ ბოლო 19 წუთი ითამაშა, როდესაც თამაშში რომან იარემჩუკის ნაცვლად ჩაერთო.

ვთქვათ ისიც, რომ ტრავმის გამო ჯგუფური ეტაპის განაცხადში გიორგი ჩაკვეტაძე არ ყოფილა, მაგრამ ზამთარში განაცხადის განახლება შესაძლებელია და წესით იეს თორუპმა გიორგი პლეი-ოფებისთვის ევროპა ლიგის განაცხადში უნდა შეიყვანოს.

ცნობისთვის, „გენტს“ 9 ქულა აქვს და ამ დროისთვის ჯგუფის ლიდერია, თუმცა გასარკვევია 1/16 ფინალში პირველი თუ მეორე ადგილით გააღწევს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.064561