ფეხბურთი

1:55 | 19.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ხორვატიასთან კაპიტნის გარეშე

საქართველოს ნაკრებმა ხორვატიის ქალაქ პულაში ადგილობრივ ნაკრებთან სპარინგამდე ბოლო ვარჯიში გამართა.

„ჯვაროსნებს“ კაპიტანი ჯაბა კანკავა ტრავმის გამო გამოაკლდათ და შესაბამისად, ჯაბა აღნიშნულ შეხვედრაში ვერ ითამაშებს. სხვა მხრივ, ვარჯიშში 22 ფეხბურთელი მონაწილეობდა, რომლებიც თამაშისთვის მზად არიან.

შეგახსენებთ, ხორვატია - საქართველოს მატჩი დღეს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება და პირდაპირი ტრანსლაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველ არზეა“ დაგეგმილი.

0.133641