კალათბურთი

20:20 | 18.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელია ლიგა ენდესას ტურის საუკეთესო კალათბურთელებშია

„ბასკონიას“ ქართველი კაპიტანი თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონატის ტურის გამორჩეულ კალათბურთელებში ისევ მოხვდა. მეცხრე ტურში ქართველზე შედეგიანად არავის უთამაშია და „ფუენლაბრადასთან“ მოპოვებული 26 ქულით ტურის საუკეთესო მექულე გახდა.

ლიგა ენდესას ვებგვერდი კი წერს:

ქულები: მიუხედავად იმისა, რომ ეს არ დაეხმარა მის გუნდს გამარჯვებაში, თორნიკე შენგელიას აქტივობა შეტევაში გადამწყვეტი იყო, რომ „ბასკონია“ გამარჯვების შანსს ბოლომდე ინარჩუნებდა. ქართველმა ჯამში 26 ქულა დააგროვა და ეს უმნიშვნეოვანესი გახლდათ ვიტორიელთა ქამ-ბექის მცდელობაში. 16-დან 8 ორქულიანი (50%), 5-დან 1 სამქულიანი (20%) და 11-დან 7 საჯარიმო (64%).

შეგახსენებთ, შენგელია ჩინებულ სეზონს ატარებს და არამარტო ლიგა ენდესაში, არამედ ევროლიგაშიც გამორჩეულია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118505