ფეხბურთი

20:50 | 17.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი არაბიძე 3-4 თვე იუქმებს

თურქული „ადანასფორის“ შემტევი გიორგი არაბიძე მოედანზე გასვლას 3-4 თვის განმავლობაში ვერ შეძლებს. ქართველ ფეხბურთელს კოჭის პრობლემა აქვს და საოპერაციოა.

ამის შესახებ თურქულ მედიას „ადანასფორის“ დირექტორმა ენგინ იფექოღლუმ განუცხადა: „არაბიძე 3-4 თვის განმავლობაში ვერ დაგვეხმარება“.

არაბიძემ ბოლოს 11 ოქტომბერს, შვეიცარიასთან საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში ითამაშა. ტრავმამ კი ცუდ დროს მიუსწრო, რადგან კარგ ფორმაში იყო, ახალგაზრდულ ნაკრებშიც იტანდა გოლებს და კლუბშიც ლიდერად ყალიბებოდა.

„ადანასფორში“ 21 წლის ჩვენებურმა მიმდინარე სეზონში 7 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11202