ფეხბურთი

14:55 | 10.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მაკარიძემ ყოფილ გუნდთან პენალტი მოიგერია - ქართველი პორტუგალიაში დამაჯერებელია (+VIDEO)

პორტუგალიიის პრიმეირა ლიგაში მორიგი წარმატებული თამაში ჩაატარა გიორგი მაკარიძემ. ქართველმა კიპერმა ამჯერად კარი მშრალად ვერ შეინახა და თავისი გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა, მაგრამ პენალტი მოიგერია.

სეტუბალის „ვიტორია“ „რიუ ავეს“ ესტუმრა, სადაც გიორგი ადრე თამაშობდა. ყოფილი გუნდისგან ჩვენებურმა გოლი 38-ე წუთზე გაუშვა, თუმცა, ამაში მისი დანაშაული არაა. სამაგიეროდ, 61-ე წუთზე აუგუსტოს პენალტი აუღო.

საბოლოოდ, შეხვედრა „რიუ ავემ“ 1:0 მოიგო. მაკარიძემ კი, მიმდინარე სეზონში 11-ვე თამაშში შეუცვლელად ითამაშა, 7 გოლი გაუშვა და 7 მატჩში კარი მშრალად შეინახა.

ვინაიდან „სეტუბალი“ შეტევაში ძალიან სუსტად ირჯება (11 ტურში მხოლოდ 3 გოლი), 12 ქულით მე-12 ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11274