კალათბურთი

10:55 | 6.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძის 6 ქულა და 11 მოხსნა

გოგა ბითაძის "ინდიანა პეისერსი" გასვლაზე "შარლოტ ჰორნეტსთან" ოვერტაიმში 122:120 დამარცხდა. გოგა ბითაძე ზედიზედ მეორე მატჩია სასტარტო 5-ეულში იმყოფება და ამჯერად პარკეტზე ყველაზე დიდი დრო 31 წუთი დაჰყო, რა დროშიც გუნდს 6 ქულა, 11 მოხსნა, 4 პასი, 4 ბლოკ-შოტი. გოგას პარკეტზე ყოფნის დროს ინდიანაპოლისელებმა მეტოქეზე 15 ქულით მეტი ჩააგდეს.

ბითაძემ 5-დან სამი ორქულიანი, ორი სამქულიანი ააცილა, 3-ჯერ ბურთ იდაკარგა. გოგა ზედიზედ მესამე შეხვედრა 4 ბლოკ-შოტს აკეთებს.

მატჩში ყველაზე მეტი 35 ქულა გრაჰამის ანგარიშზეა. "ინდიანაში" უორენი 33 ქულით გამოირჩა.

"ინდიანა" სამი მოგებით და 4 წაგებით აღმოავლეთ კონფერენციაში მერვე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113233