ძიუდო

21:51 | 2.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

მარიამ ჭანტურია - კიდევ ერთი ევროჩემპიონი

იჟევსკში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ქალ ძიუდოისტთა ნაკრების მონაგარი ოქროს მედლით გაიზარდა.

მარიამ ჭანტურიამ (70 კგ) ისრაელის, ბელარუსის და ხორვატ წარმომადგენლებს იპონით სძლია, ოქროს მედლისთვის შეხვედრაში კი ჰოლანდიელ ჰილდე ჯაგერთან ვაზარით გაიმარჯვა და 2017 წლის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ჩემპიონობის შემდეგ, პირველ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია.

ერთი დღით ადრე ასევე ჩემპიონობა იზეიმა ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ), ხოლო თემურ ნოზაძემ და ჯაბა პაპინაშვილმა (60 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

აღსანიშნავია, რომ ევროპირველობაზე საქართველოს ქალთა ნაკრებს ორი ოქროს მედალი აქამდე არასდროს მოუპოვებია.

GEONOC.ORG.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113137