ჭიდაობა

0:55 | 2.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

სამი ქართველი ფინალში!

უნგრეთში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 23-წლამდე მსოფლიო ჩემპიონატი წარმატებით დაიწყო საქართველოს ნაკრებისთვის, რომელმაც შეჯიბრების პირველივე დღეს სამი ფინალისტი ჰყავს.

87 კგ წონით კატეგორიაში გურამ ხეცურიანმა ნახევარფინალში კუბელი ჰეჩევარია დაამარცხა (2:2) და ოქროს მედლისთვის იბრძოლებს. ხეცურიანი ფინალში უკრაინელ სემიონ ნოვიკოვს გაეჯიბრება.

63 კგ წონით კატეგორიაში კი, ლევან ქავჟარაძემ ნახევარფინალურ სტადიაზე რუსი ვალიტოვი 15:6 გაანადგურა და გადამწყვეტ შეხვედრაში ირანელ დალხინს დაუპირისპირდება.

130 კგ წონით კატეგორიაში კი, ზვიად პატარიძემ ნახევარფინალში სომეხ დავიდ ოვასაპიანს 4:1 აჯობა და ფინალში ირანელ ჰოსეინ იუსოფიაჰმადჩალის შეხვდება.

ფინალური ბლოკი 2 ნოემბერს, თბილისის დროით 21 საათიდან დაიწყება.

0.113427