ფეხბურთი

16:09 | 28.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

დავით ხოჭოლავა: "ყველაფერი კარგადაა, მაგრამ არ გაგვიმართლა"

დონეცკის „შახტარმა“ უკრაინის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ქულები პირველად დაკარგა. დონბასელებმა ზედიზედ 11 გამარჯვების შემდეგ საკუთარ მოედანზე „ოლექსანდრიას“ ვერ მოუგეს (0:0).

დავით ხოჭოლავამ შეუცვლელად ითამაშა. აღსანიშნავია, რომ ტრავმის შემდეგ ქართველმა „შახტარის“ რიგებში პირველი მატჩი ჩაატარა (25 აგვისტოს შემდეგ).

„ახლა კარგად ვარ, უბრალოდ არ არის დამაკმაყოფილებელი. ჯანმრთელობის მხრივ უკვე ყველაფერი წესრიგშია. ვფიქრობ, კარგად ვითამაშეთ, განსაკუთრებით მეორე ტაიმში, მაგრამ არ გაგვიმართლა. მეტოქემ დაცვაში ძალიან მაღალ დონეზე ითამაშა, უნდა აღვნიშნოთ პანკივის საოცარი თამაშიც. ახლა მხოლოდ ერთი მოლოდინი გვაქვს, რომ უკრაინის თასის მოსაპოვებლად წინ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავგდათ“, - თქვა ხოჭოლავამ.

„შახტარი“ უკრაინის თასის მერვედფინალში 30 ოქტომბერს, კიევში, „დინამოს“ დაუპირისპირდება. 26 წლის ქართველ მცველს კი, მიმდინარე სეზონში 5 მატჩი აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115958