ფეხბურთი

16:12 | 27.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედო" პლეი-აუტის ზონას უახლოვდება

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 32-ე ტურში „რუსთავმა“ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა და მართალია ჯერ პლეი-აუტის ზონა ვერ დატოვა, მაგრამ ამისთვის უკეთესი პლაცდარმი შეიქმნა.

ვარლამ კილასონიას მეტოქე მძიმე გასაჭირში მყოფილი ქუთაისის „ტორპედო“ იყო, რომელსაც გამოცდილი ფეხბურთელები დაუბრუნდნენ, მაგრამ კლუბში ვითარება არ იცვლება.

„რუსთავი“ უკვე მესამე წუთზე ბექა ქავთარაძის პენალტით იგებდა, ხოლო მეორე ტაიმის დასწყისში მასპინძლები კაცნკალულნი დარჩნენ. მიუხედავად ამისა, ქუთათურებმა ეს უპირატესობა ვერ გამოიყენეს და მეტიც, მატჩის ბოლოს ლაცაბიძისგან მეორე გოლიც გაუშვეს.

შედეგად, „რუსთავმა“ 37 ქულა დააგროვა და სამშვიდობო ზონას ერთადერთი ქულა აშორებს. „ტორპედომ“ კი, ამასობაში ზედიზედ მეხუთე მარცხი განიცადა და კვლავ მეხუთე ადგილზეა, მაგრამ კახა ჩხეტიანის გუნდი პლეი-აუტის ზონას მხოლოდ 3 ქულითაა დაშორებული და დარჩენილ 4 ტურში ქულებს თუ ვერ დააგროვებს, ვინძლო ელიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლა გადათამაშებაში მოუწიოს.

„რუსთავი“ – „ტორპედო“ 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 ქავთარაძე (3, პენ), 2:0 ლაცაბიძე (83)

0.110301