ძიუდო

23:47 | 20.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

23-წლამდე მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მაროკოში 23-წლამდე მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდურ პირველობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მესამე ადგილისთვის შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა გერმანიის ნაკრების დამარცხება მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ ინდივიდუალურ ასპარეზობაში ქართველებმა ხუთი მედალი მოიპოვეს. ოქროს მედლებს ეთერ ლიპარტელიანი, ლაშა ბექაური და ვლადიმერ ახალკაცი, ვერცხლის მედალს ილია სულამანიძე, ხოლო ბრინჯაოს ტატო გრიგალაშვილი დაეუფლა.

0.114147