ფეხბურთი

17:27 | 20.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჯიმი ტაბიძის საგოლე პასი ცსკა-სთან (+VIDEO)

რუსეთის პრემიერლიგის მე-13 ტურში ჯიმი ტაბიძის „უფამ“ მოსკოვის ცსკა-ს უმასპინძა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. ვადიმ ევსეევის გუნდმა ძლიერ მეტოქესთან ქულა რომ მოიპოვა, ამაში ქართველი მცველის წვლილი დიდია.

83-ე წუთზე, როდესაც „უფა“ მარცხდებოდა, ტაბიძემ საგოლე პასი შეასრულა. ჩვენებური სტანდარტულის დროს შეტევაში ჩაერთო, სადაც თავით ითამაშა და ვიაჩესლავ კროტოვს საგოლე პასი გაუკეთა.

ჯიმიმ აღნიშნულ მატჩში დაცვის ცენტრში შეუცვლელად ითამაშა, ხოლო მიმდინარე სეზონში რუსეთის პრემიერლიგაში ცამეტივე შეხვედრა ძირითადი შემადგენლობიდან ჩაატარა, მხოლოდ ერთხელ შეცვალეს და გოლიც ერთხელ გაიტანა.

„უფა“ კი, 13 მატჩში მოპოვებული 16 ქულით სატურნირო ცხრილის მერვე ადგილზე იმყოფება.

0.115815