ფეხბურთი

21:44 | 16.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

"დინამოს" Puma შემოსავს

„დინამო თბილისს“ ახალი ტექნიკური სპონსორი ჰყავს - Puma. გერმანულმა კომპანიამ ასევე გერმანული Adidas-ი ჩაანაცვლა, რომელიც დედაქალაქურ გუნდს აქამდე მოსავდა.

Puma-ს ახალი მაისურებით „დინამო“ 2020 წლიდან ითამაშებს და გარდა მთავარი გუნდისა, გერმანული ბრენდი აკადემიაში არსებულ ასაკობრივ გუნდებსაც შემოსავს. მხარეებს შორის სამწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

„დინამო არენაზე“ ახალი მაისურები „დინამოს“ გენერალურმა დირექტორმა ზაზა დოლიძემ, ფეხბურთელებმა ლევან მჭედლიძემ და გიორგი პაპავამ წარადგინდეს. პრესკონფერენციას ასევე ესწრებოდნენ Puma-ს წარმომადგენლები ალექსანდერ ლოები და ფლორის ფროიდენტალი.

აქვე გეტყვით, რომ „დინამოს“ ახალი პროდუქცია ხელმისაწვდომი კლუბის ოფიციალურ მაღაზიებში იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111828