ფეხბურთი

21:35 | 15.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიბრალტარი - საქართველო: ძირითადი შემადგენლობები

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2020-ის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის რიგით მეშვიდე შეხვედრა გიბრალტარის ნაკრებთან სტუმრად ჩაატარებს.

ვლადიმირ ვაისმა ირლანდიასთან მატჩთან შედარებით შემადგენლობა მნიშვნელოვნად შეცვალა და დრეს სასტარტოში ხუთი ახალი ფეხბურთელია. მათ შორის, გიორგი ხარაიშვილი და ელგუჯა ლობჯანიძე.

გუნდების ძირითადი შემადგენლობები ასეთია:

გიბრალტარი (4-2-3-1): გოლდვინი; სერგენტი, რ. ჩიპოლინა, ი. ჩიპოლინა, ოლივერო; ბადრი, მუელი; ლ. კასკიარო, ლ. უოლკერი, ბრიტო; დე ბარი

მწვრთნელი: ხულიო რიბასი

საქართველო (4-2-3-1): ლორია; კაკაბაძე, ხოჭოლავა, გრიგალავა, ნავალოვსკი; კანკავა, ანანიძე; შენგელია, ყაზაიშვილი, ხარაიშვილი; ლობჯანიძე

მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

მსაჯი: პაოლო ვალერი (იტალია)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114983