ფეხბურთი

1:02 | 10.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი აბურჯანია: "დროა ირლანდია დავამარცხოთ"

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი აბურჯანიამ ირლანდიასთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ირლანდიელების წინააღმდეგ წარუმატებელი სერიის დასრულების დრო მოვიდა.

"ირლანდია ჩვენთვის რთული მეტოქეა, ვფიქრობ, დადგა დრო, რომ ირლანდიის წინააღმდეგ წარმატებით ვითამაშოთ და გულშემატკივარი გავახაროთ.

ჯერჯერობით სრული შემადგენლობით არ შევკრებილვართ, გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი ხვალიდან შემოგვიერთდებიან. წინ ორი მნიშვნელოვანი თამაში გველის, ჩვენი სურვილია, რომ მიმდინარე წლის ბოლო საშინაო მატჩი სასურველი შედეგით დავასრულოთ.

მსურს, რომ გულშემატკივარს მოვუწოდო მოვიდნენ სტადიონზე და მხარი დაგვიჭირონ. ეროვნული ნაკრების თითოეული ფეხბურთელისთვის მათი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია“, - ციტირებს აბურჯანიას სიტყვებს სფფ-ის ვებგვერდი.

შეგახსენებთ, საქართველოსა და ირლანდიის მატჩი 12 ოქტომბერს, „დინამო არენაზე“, 17:00 საათზე დაიწყება.

0.100457