ჩოგბურთი

10:45 | 7.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი დაქვეითდა, ათეული უცვლელია

გასულ წელს ნიკამ China Open-ი მოიგო და 500 სარეიტინგო ქულა მოიპოვა, წელს კი ტიტულის დაცვა ვერნმოახერხა, რაც მის სარეიტინგო ქულებზე აისახა.

დღეს ATP-იმ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც ბასილაშვილმა ცხრა პოზიციით უკან გადაიწია და ამჟამად 26-ე ადგილზეა.

ათეულში არანაირი ცვლილება არ მომხდარა. ტოკიოს ტურნირის გამარჯვებულმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა მეორე ადგილზე მყოფ რაფაელ ნადალთან სხვაობა უფრო გაზარდა.

  1. ნოვაკ ჯოკოვიჩი - 10365 ქულა
  2. რაფაელ ნადალი - 9225
  3. როჯერ ფედერერი - 7130
  4. დანილ მედვედევი - 4965
  5. დომინიკ ტიმი - 4915
  6. ალექსანდრ ზვერევი - 4185
  7. სტეფანოს ციციპასი - 3630
  8. კეი ნიშიკორი - 3040
  9. კარენ ხაჩანოვი - 2945
  10. ბაუტისტა-აგუტი - 2575

... 26. ნიკოლოზ ბასილაშვილი - 1440

0.109948