ფეხბურთი

10:40 | 29.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

აკაკი გოგიამ მძიმე ტრავმა მიიღო

ბერლინის „უნიონის“ შემტევი აკაკი გოგია, რომელსაც გერმანიის მოქალაქეობა აქვს, მძიმედ დაშავდა. ბუნდესლიგის ბოლო ტურში გოგია სასტარტოში იყო, მაგრამ 59-ე წუთზე იძულებით შეცვალეს.

როგორც სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, ქართული წარმომავლობის მქონე ფეხბურთელს მუხლის ჯვარედინი იოგები დაუზიანდა და შედეგად, რამდენიმე თვით უქმობა მოუწევს.

"როგორც იცით, "აინტრახტთან" ტრავმა მივიღე. გამოკვლევის პასუხი კი ჩემთვის ძალიან მძიმე იყო... თუმცა, ხვალ ისევ ამოვა მზე და ცხოვრება გრძელდება. გუნდისა და ქომაგების მხარდაჭერას ვგრძნობ, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია. მადლობა ყველას გამამხნევებელი წერილებისთვის და ბოდიში, რომ ყველას ვერ გიპასუხეთ", - დაწერა სოციალურ ქსელში აკაკიმ.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში 27 წლის გოგიამ "უნიონის" ღირსება ბუნდესლიგაში სამჯერ დაიცვა, ძირითად შემადგენლობაში კი, სწორედ საბედისწერო შეხვედრაში, "აინტრახტთან" ითამაშა.

სტატისტიკა
0.259529