ფეხბურთი

0:10 | 26.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

მათე ცინცაძის დუბლი ლატვიაში

მათე ცინცაძემ ლატვიის თასის ნახევარფინალში დუბლი შეასრულა. ქართველი ფეხბურთელის „იელგავამ“ სტუმრად „კაროსტა“ უპრობლემოდ, 5:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა.

ციცნაძემ მე-5 წუთზე გახსნა ანგარიში, ხოლო მეორე ტაიმში პენალტიც ზუსტად დაარტყა და დუბლი გაიფორმა. ამავე შეხვედრაში „იელგავას“ კიდევ ერთი ჩვენებური ირაკლი ბიძინაშვილი მეორე ტაიმში გამოჩნდა მინდორზე.

„იელგავას“ მეტოქე ფინალში ხვალ გახდება ცნობილი, როდესაც რფს „რიგას“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116709