ფეხბურთი

1:44 | 24.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

საბა ლობჟანიძის გოლი და საგოლე პასი დანიაში (+VIDEO)

დანიის სუპერლიგის მეათე ტურში „რანდერსს“ საბა ლობჟანიძემ მოაგებინა. ქართველმა ფეხბურთელმა „ჰორსენსთან“ გოლიც გაიტანა და საგოლე პასიც მიითვალა.

„რანდერსი“ საკუთარ მოედანზე მე-12 წუთიდან აგებდა, მაგრამ 10 წუთში საბამ ერთი შეხებით მოახერხა მეტოქის კარის აღება და ანგარიში გაათანაბრა. სულ მალე კუთხური ჩააწოდა, რის შედეგადაც აიო სიმონ ოკუსონმა ავტოგოლი მიითვალა.

დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა და „რანდერსმა“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

ლობჟანიძეს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 10 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი (ორჯერ დუბლი შეასრულა). „რანდერსი“ კი, 14 ქულით მე-6 პოზიციაზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11548