ფეხბურთი

23:02 | 17.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე ოქრიაშვილი ტრავმირებულია

ფამაგუსტას შემტევმა თორნიკე ოქრიაშვილმა კვიპროსის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩი გამოტოვა და განაცხადშიც არ ყოფილა. ამის მიზეზი კი ტრავმა გახლავთ, რომელიც ჩვენებურმა პარასკევს ვარჯიშზე მიიღო.

თორნიკეს დაზიანება სერიოზული არაა და ადგილობრივი მედიის ცნობით, იმედოვნებს, რომ 22 სექტემბერს, „პაფოსთან“ შეხვედრაში დაბრუნებას შეძლებს.

ეს იმის მიუხედავად, რომ ქართველს რამდენიმე ვარჯიში გაუცდა, მოახლოებულ შეხვედრაში მონაწილეობას იმედოვნებს. თემურ ქეცბაიასაც სურს, მისი დაბრუნება, რადგან უნდა, რომ მისმა გუნდმა საუკეთესო შემადგენლობით ითამაშოს.

შეგახსენებთ, რომ ოქრიაშვილი „ანორთოსისს“ გასულ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

0.114286