ჭიდაობა

13:20 | 14.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა: ორი ნახევარფინალისტი მსოფლიო ჩემპიონატზე

დღეს სტარტი აიღო მსოფლიო ჩემპიონატმა ბერძნულ-რომაულ სტილით ჭიდაობაში, სადაც ორმა ქართველმა ფალავანმა ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

55 კგ წონით კატეგორიაში ნუგზარ წურწუმიამ ჩინელი ჩაო (9:0) და რუსი კაბალოევი (8:3) დაამრცხა და ოქროს მედლისთვის ბრძოლას ნახევარფინალიდან გააგრძელებს.

82 კგ წონით კატეგორიაში კი ლაშა გობაძე ასპარეზობს წარმატებით. ქართველმა ფალავანმა ჯერ ამერიკელი სტეფანოვიჩი 7:0 ადვილად დაამარცხა, ხოლო შემდეგ ჩინელ ქიანს კიდევ უფრო მარტივად, 9:0 აჯობა.

ნახევარფინალები თბილისის დროით 16:00 საათიდან დაიწყება. წურწუმია იაპონელ შოთა ოგავას, გობაძე კი უზბეკ ნურბეკ ხაშიმბეკოვს ფინალის საგზურისთვის გაეჯიბრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113765