ჭადრაკი

13:52 | 13.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჩეპარინოვი მსოფლიო თასზე წარმატებით ასპარეზობს

რუსეთის ქალაქ ხანტი-მანსიისკში მიმდინარე მსოფლიოს თასზე, საქართველოს სახელით მოასპარეზე ივან ჩეპარინოვმა პირველ წრეში ეგვიპტელი აჰმედ ადლი ანგარიშით 1,5:0,5 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

მომდევნო წრეში ჩეპარინოვი რუსეთის წარმომადგენელს, ვლადისლავ არტემიევს დაუპირისპირდება.
ორი პარტიისგან შემდგარ მატჩში პირველ შეხვედრა ჩეპარინოვმა თეთრი ფიგურებით 72-ე სვლაზე მეტოქის დაშამათებით დაასრულა.ხოლო მეორე პარტიაში კი შავი ფიგურებით 55-ე სვლაზე დააფიქსირა ყაიმი.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო თასის კლასიფიკაციაში ჩეპარინოვი რეიტინგით 54-ეა, ხოლო არტემიევი 11-ე.

მსოფლიოს თასის გათამაშებაში 128 მოჭადრაკე ერთმანეთს ოლიმპიური სისტემით შეებრძოლება.

ასპარეზობის რეიტინგ-სიის პირველი ნომერი ჩინელი დინ ლიენია, რომელმაც ორი კვირის წინ სინკფილდის ძლიერი ტურნირი მოიგო და ორი წლის წინ თბილისში გამართულ მსოფლიოს თასზე ფინალშიც ითამაშა ლევონ არონიანთან. თასის გამარჯვებული და ფინალისტი მომავალ წელს, პრეტენდენტთა 8 კაციან ტურნირზე იასპარეზებს, რომლის გამარჯვებულიც მსოფლიოს უძლიერეს მოადრაკეს,მაგნუს კარლსენს ტიტულში შეეცილება.

ტურნირის საპრიზო ფონდი 1.6 მილიონ დოლარს შეადგენს, საიდანაც გამარჯვებული 110 ათასს მიიღებს, ხოლო ფინალისტი 80 ათასს.
გათამაშება 4 ოქტომბერს დასრულდება.

http://gcf.org.ge

0.167471