ფეხბურთი

19:38 | 6.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

სირენკას თასი დაიწყო

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა პირველი მატჩი ჩაატარა პოლონეთში მიმდინარე სირენკას თასზე და მასპინძლებთან 1:2 დამარცხდა.

შეხვედრა გიორგი ჩიტაურის გუნდის უპირატესობით დაიწყო და მე-6 წუთზე ოთარ მამაგეიშვილმა თავისიანები დააწინაურა.

საქართველოს ნაკრებმა მომენტები ამის შემდეგაც შექმნა, თუმცა სანაცვლოდ პოლონელებმაც მოუმატეს და 70-ე წუთზე ჩიელემეცკის გოლით ანგარიში გათანაბრდა. გადამწყვეტი ბურთი კი ვლოდარჩიკმა ბოლო წუთზე შეაგდო.

ჩვენი გუნდის შემადგენლობა ასეთი იყო: ხარატიშვილი, გოგოტიშვილი, ხვადაგიანი, ტატიშვილი, ავალიანი, ო. მამაგეიშვილი, ონიანი, გაგნიძე, გვიშიანი, გ. მამაგეიშვილი, თურაზაშვილი.

შეცვლაზე შევიდნენ: აბუაშვილი, ზოსიაშვილი, აბჟანდაძე.

gff.ge

0.132555