ფეხბურთი

20:58 | 5.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ლიხტენშტეინი დაამარცხა

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი შეხვედრა ლიხტენშტეინთან ჩაატარა და მეტოქე 4:0 დაამარცხა.

თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართულ მატჩში ანგარიში ბექა ქავთარაძემ 30-ე წუთზე გახსნა, ხოლო ექვს წუთში დავით სამურკასოვმა ანგარიში ორამდე გაზარდა. 53-ე წუთზე გიორგი არაბიძის გოლით ანგარიში 3:0 გახდა, ხოლო 70-ე წუთზე ირაკლი ბუღრიძემ საბოლოო ანგარიში 4:0 დააფიქსირა.

21-წლამდელთა ნაკრები მომდევნო მატჩს 10 სექტემბერს სტუმრად აზერბაიჯანთან გამართავს. აღნიშნული ნაკრებების გარდა, მეორე ჯგუფში საქართველოს ასაკობრივი გუნდის მეტოქეები სლოვაკეთის, საფრანგეთის და შვეიცარიის 21-წლამდელთა ნაკრებები არიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114567