ფეხბურთი

3:00 | 5.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჯუღელი: "ლესტერი" კვირკველიაში 10 მილიონ ევროს ოფიციალურად იხდიდა, მაგრამ უარი თქვა"

საფეხბურთო აგენტმა მამუკა ჯუღელმა განაცხადა, რომ სოლომონ კვირკველიას „ლესტერ სიტი“ იწვევდა და „ლოკომოტივს“ 10 მილიონი ევრო ოფიციალურად შესთავაზა, მაგრამ ქართველმა ინგლისში გადასვლაზე უარი თქვა.

როგორც ჯუღელის სიტყვებს Sport.rambler.ru ციტირებს, კვირკველიამ თავის დროზე მოსკოვში 6 თვით დარჩენა გადაწყვიტა, როდესაც ინგლისური გუნდი მზად იყო მის შესაძენად.

„კვირკველიამ „ლესტერში“ გადასვლაზე უარი თქვა, რადგან ჩემპიონი უნდოდა გამხდარიყო. მან თქვა: კიდევ 6 თვე დავრჩები, სიომინს ვერ დავტოვებ, ჩემთვის ბევრი გააკეთა. მინდა, რომ „ლოკომოტივი“ ჩემპიონი გახდეს“. ამიტომ, 10 მილიონ ევროიან წინადადებაზე უარი თქვა“, - აღნიშნა ჯუღელმა.

შეგახსენებთ, სოლომონ კვირკველია „ლოკომოტივში“ 2017 წლის იანვრიდან თამაშობს და ერთხელ რუსეთის ჩემპიონი გახდა, ერთხელ რუსეთის სუპერთასი მოიგო, ორჯერ კი რუსეთის თასი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121676