ფეხბურთი

13:52 | 4.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჯუღელი: „სიომინი ყვიროდა, ხვიჩა ვარსკვლავიაო“

ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა, მამუკა ჯუღელმა, ჟურნალისტებს უამბო რატომ გადავიდა ახალგაზრდა ფეხბურთელი მოსკოვის „ლოკომოტივიდან“ ყაზანის „რუბინში“ და როგორი დამოკიდებულება ჰქონდა მასთან რკინიგზელთა მწვრთნელ იური სიომინს.

„საერთოდ, სიომინმა ბევრი გააკეთა ქართული ფეხბურთისთვის. ის ჩვენთვის ლეგენდაა - ჯანაშია, ასათიანი, აშვეთია - ყველაფერი სიომინია. ჩემი ქება რად უნდა, თქვენც კარგად იცით, ძალიან ძლიერი პიროვნებაა.

კვარაცხელიაც ტყუილად არ აუყვანია. სიომინი არასოდეს დაიტოვებს ფეხბურთელს, თუკი 150-ჯერ არ გასინჯავს. ესე იგი, ამ ახალგაზრდაში რაღაც დაინახა.

რატომ არ დარჩა ხვიჩა „ლოკომოტივში“? კლუბს კიდევ უნდოდა მასზე დაკვირვება. მე კი მთელ წელიწადს მოცდა არ მსურდა. ღმერთმა არ ქნას და ტრავმა რომ მიეღო? ვინ მოუვლიდა. დავსხედით მის ოჯახთან ერთად და გავიგე რაც არ აწყობდათ. სხვა არაფერი ყოფილა. „ლოკომოტივის“ აზრით, ხვიჩამ ვერ დაამტკიცა, რომ კლუბს სჭირდებოდა.

სიომინი რას ფიქრობდა? ის ყვიროდა, ხვიჩა ვარსკვლავიაო. დაუშვა თუ არა შეცდომა „ლოკომოტივმა“ დრო გვიჩვენებს. გავა ოთხი-ხუთი წელიწადი და თუ კვარაცხელია ვარსკვლავი გახდა, მაშინ რკინიგზელებს შეშლიათ. თუ „რუბინში“ დარჩა და რუსეთის კვალობაზე საშუალო ფეხბურთელად დარჩა, გამოდის მე შევცდი. მაგრამ არ მგონია ვცდებოდე.“ - უთხრა ჯუღელმა Спорт Бизнес Online-ს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110518