ფეხბურთი

23:04 | 1.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბაჩანა არაბულის საგოლე პასი პაოკ-თან (+VIDEO)

საბერძნეთის სუპერლიგაში ბაჩანა არაბულმა სალონიკის პაოკ-თან საგოლე პასი შეასრულა. მეორე ტურში ქართველი ფეხბურთელის „პანიონისი“ სტუმრად დაუპირისპირდა მოქმედ ჩემპიონს და წააგო - 1:2.

„პანიონისმა“ 57-ე წუთზე გაიტანა, როდესაც არაბულმა სოტირის ცილოლუსს მკერდით დაუგდო ბურთი, მისმა თანაგუნდელმაც შედეგიანად დაარტყა და წონასწორობა აღადგინა - 1:1.

მიუხედავად ამისა, პაოკ-მა მაინც მოიგო, რადგან დარჩენილ დროში კიევ ერთხელ დაამწუხრა მეტოქე.

„პანიონისს“ 6 ქულა აქვს დაკლებული და ვინაიდან საწყის ორ ტურში წააგო, -6 ქულით კვლავ ბოლო ადგილზეა. ცნობისთვის, არაბულმა წინა ტურში გოლი გაიტანა, ასე რომ ბერძნული გუნდის მიერ გატანილ ორივე გოლში ჩვენებურს უშუალო მონაწილეობა აქვს მიღებული (გოლი+საგოლე პასი).

0.117082