ფეხბურთი

18:07 | 1.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

საბა ლობჟანიძის დუბლი დანიაში (+VIDEO)

დანიის სუპერლიგის მერვე ტურში საბა ლობჟანიძემ დუბლის შესრულება მოახერხა. ქართველი შემტევის გოლებით კი „რანდერსმა“ „სილკებორგი“ 2:0 დაამარცხა და სამმატჩიანი წაგებების სერია დაასრულა.

საბამ 31-ე წუთზე მარვინ ეგოს გადაცემის შემდეგ ახლო მანძილიდან თავით დაუცველ კარში გაიტანა, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში მცველის უყურადღებო თამაშით ისარგებლა და სხვაობა გაზარდა. ჩვენებური 87-ე წუთზე შეცვალეს და დამსახურებული აპლოდისმენტებიც მიიღო.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში ლობჟანიძემ დუბლი მეორედ გაიფორმა, აქამდე 28 ივლისს, „ჰობრო“ დაამწუხრა ორჯერ.

მთლიანობაში კი, სუპერლიგის 8 თამაშში 4 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა. „რანდერსი“ 8 ტურის თავზე ამდენივე ქულით მე-11 ადგილზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118866