ფეხბურთი

17:39 | 1.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსს" კიელინის შემცვლელად ბოატენგი ესახება

ტურინის „იუვენტუსი“ ჯორჯო კიელინის შემცვლელს ეძებს, რადგან 35 წლის ფეხბურთელს რამდენიმე თვე გაუცდება და იტალიის ჩემპიონი გამოცდილი მცველის შეძენას გეგმავს.

იტალიური მედიის ცნობით, მატიას დე ლიხტი ჯერ კიდევ ადაპტაციის პერიოდს გადის და ბოლომდე მზად არაა, ხოლო ტურინელებს მხოლოდ ლეონარდო ბონუჩის, დაინელე რუგანისა და მერიჰ დემირალის იმედად ყოფნა არ სურთ და ამიტომ, სატრანსფერო ბაზარზე გამოცდილ მცველს აქტიურად ეძებენ.

გაიჟღერა მეჰდი ბენატიას სახელმა, რომელიც „იუვეში“ 2016-2019 წლებში უკვე თამაშბდა. თუმცა, ტურინელთა პირველი სამიზნე 30 წლის გერმანელი ჟერომ ბოატენგია.

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონი „ბაიერნის“ ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება, მეტიც, მიუნხენელებმა საჯაროდ დაადასტურეს, რომ შეუძლია წავიდეს კიდეც. თავის მხრივ ბოატენგიც მზადაა გერმანიიდან ასაბარგებლად.

ვინაიდან, სატრანსფერო ფანჯარა ხვალ იხურება, მხარეებს სიჩქარე მოუწევთ. არაა გამორიცხული „იუვენტუსი“ და „ბაიერნი“ ბოატენგის ერთწლიან იჯარაზეც შეთანხმდნენ.

0.110824