ჩოგბურთი

14:12 | 1.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავას გამარჯვება ყაზახეთში

30 წლის ქართველი ჩოგბურთელი სოფო შაფათავა ყაზახეთის ქალაქ ალმათიში დასრულებული საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) წყვილთა თანრიგის გამარჯვებული გახდა.

შაფათავამ წარმატებას ყირგიზ კსენია პალკინასთან ერთად მიაღწია, რომელთან ერთადაც ტიტული უკვე მეოთხედ დაისაკუთრა, სულ კი, წყვილებში 30-ე ჯილდოს მფლობელი გახდა.
ქართველმა და ყირგიზმა ჩოგბურთელებმა ალმათიში 4 გამარჯვება იზეიმეს, ფინალში კი სერბი ტამარა ჩუროვიჩი და რუსი ალინა სილიჩი 6:4, 7:6 (7:3) დაამარცხეს.

0.1441