ჩოგბურთი

1:13 | 30.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი აშშ-ს ღია პირველობის მე-3 წრეშია

27 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა აშშ-ს ღია პირველობის მე-3 წრეში გასვლა მოახერხა.

საქართველოს პირველმა ჩოგანმა მსოფლიო კლასიფიკაციაში 394-ე ადგილზე მყოფ ამერიკელ ჯენსონ ბრუკსბისთან მოულოდნელად დიდი ბრძოლა გადაიტანა და სამ საათსა და 8 წუთში 3:6, 7:6 (7:3), 7:5, 6:2 იმარჯვა.

საინტერესოა, რომ ბასილაშვილმა 15 ორმაგი და 71 უნებლიე შეცდომა დაუშვა, თორემ საქმეს გაცილებით ადრე მოითავებდა.

უკვე ცნობილია, რომ მომდევნო შეხვედრაში ნიკას მეტოქე 25 წლის გერმანელი დომინიკ კოეპფერი იქნება, რომელსაც რეიტინგში 118-ე ადგილი უკავია. ცნობისთვის, მან ასპარეზობა საკვალიფიკაციო ბადიდან დაიწყო და უკვე 5 შეხვედრა მოიგო.

კოეპფერის დამარცხების შემთხვევაში, ბასილაშვილი ნიუ იორკში შარშან გამომუშავებულ 180 სარეიტინგო ქულას დაიცავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112528